logo
ENG



გოგიჩაიშვილი: ივანიშვილის გარემოცვა პრივილეგირებულად იყენებს სასამართლოს

23 ივნ 202017:23
3 წუთის საკითხავი
 

„ივანიშვილის გარემოცვა სხვა ადამიანებთან მიმართებაში პრივილეგირებულად იყენებს სასამართლოს, - ამის შესახებ განცხადებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“-ს კვლევასთან დაკავშირებით აკეთებს.

მისი განცხადებით, სასამართლო ბიძინა ივანიშვილის პირებს არის პოლიტიზირებული, სადაც ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს საკუთარი მოწინააღმდეგის დამარცხება მარტივად შეუძლიათ.

„შეიხედეთ სასამართლოში არის კორუფცია. შეიხედეთ სასამართლოში და ნახავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა სხვა ადამიანებთან მიმართებაში პრივილეგირებულად იყენებს სასამართლოს. დაუკვირდით დეტალებს და ნახავთ, რომ მაგ. ვანო ჩხარტიშვილს შეუძლია მის კონკურენტთან მიმართებაში მოიგოს ყველა სასამართლო პროცესი. ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს შეუძლია დაამარცხოს სასამართლოში თავისი მოწინააღმდეგე. საზოგადოება ხვდება, აღიქვამს და იმედი მაქვს ამის კონვერტაციას მოახდენს, რადგან სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი“, - აცხადებს ლევან გოგიჩაიშ​ვილი.

დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის თქმით, დღევანდელ დღეს ადამიანებს სასამართლოში სამართლის მიღწევა ძალიან უჭირთ.

„რეალობა არის მართლაც ეს, ის ადამიანები და ის სისტემა, რაც არსებობდა და რაც იყო უსამართლო პირიქით არის გადმობარებული, და ჩაბეტონებული საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ქართული ოცნების მხრიდან. დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში გარემო, როდესაც სასამართლოს პოვნა ადამიანს პრაქტიკულად მნიშვნელოვანი თემები დროს არ შეუძლია“, - განაცხდა ლევან კობერიძემ.

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ სანამ სასამართლო სისტემას ქართული ოცნება მართავს, იის კორუფციაში იქნება ჩართული.

„იქამდე სანამ სასამართლოს ეს ჯგუფი მართავს, რომელიც კორუფციაშია ჩაფლული და პოლიტიკური გარიგებაშია ხელისუფლებასთან, ვიდრე ეს ჯგუფი არ წავა ამ ქვეყანაში არასდროს არ იქნება სისტემური რეფორმები და ქვეყნის პროგრესი ყოველთვის დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“, - აცხადებს ეკა ბესელია.

 

„საერთაშორისო გამჭირვალო საქართველომ“ პროკურატურისა და სასამართლოს საქმიანობის შეფასების საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც შედეგებიდან ირკვევა,  45% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის, ხოლო 40% თვლის, რომ კლანის გავლენის ქვეშ არის.

 


close დახურვა