logo
ENG



გოგიჩაიშვილი: ოცნებაში მინიმუმ 12 კაცია, რომლებმაც 1-ელ ოქტომბერს ხმა ნაცმოძრაობას მისცა

26 ნოე 201913:02
3 წუთის საკითხავი
 
9m1js5t6zjlg4tq.jpg

“აკო მინაშვილისგან 7 წლის თავზე, თავს იცავთ, რომ სპეცრაზმით შემოხვიდეთ პარლამენტში”, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, გოგიჩაიშვილის მტკიცებით, „ქართულ ოცნებაში“ არიან დეპუტატები, რომლებმაც ხელისუფლებაში მოსვლის დღეს ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს. თუმცა, გოგიჩაიშვილმა, ამ დეპუტატების ვინაობა არ დაასახელა.

„არ ვიცი ვინ იღებთ ამაზე პასუხისმგებლობას. აკო მინაშვილისგან 7 წლის თავზე თავს იცავთ, რომ სპეცრაზმით შემოხვიდეთ პარლამენტში. უნდა მოახერხო, რომ გოკა გაბაშვილის გამო, გამოიყვანო სპეცრაზმი. ადამიანებმა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ უბედური ყოფილიყო ეს საზოგადოება, ამ ადამიანებისგან გიწევთ თავის დაცვა. სისტემა გადმოიბარა პოლიტიკურმა გუნდმა, ყველა პროკურორი, პოლიციელი, მოსამართლე გადმოიბარეთ. „ქართულ ოცნებაში“ მინიმუმ 12 კაცია ახლა, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ აქვს ხმა მიცემული. „ნაციონალური მოძრაობა“ გჭირდებათ, რომ ორპოლუსიანობა არსებობდეს. ზომბები გააცოცხლეთ. რატომ ჩააგდეთ ეს ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში?! რაც თქვენ გააკეთეთ ეს არის უპასუხისმგებლობა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

 

 


close დახურვა