logo
ENG



გოგიჩაიშვილი:ენმ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არჩევნები მშვიდობიანად არ ჩატარდეს

23 ივნ 202013:04
3 წუთის საკითხავი
clock 427
bo3vf263ckrv864.jpg

 

„ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განხცხადებით, დღევანდელ მოსმენაზე, მისი ფრაქცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. როგორც გოგიჩაიშვილმა საპარალამენტო სხდომაზე აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები მშვიდობიანად არ ჩატარდეს.

„რა თქმა უნდა ჩვენ ამ საკონსტიტუციო პროექტს მხარს ვუჭერთ უპირობოდ. მიგვაჩია, რომ ალტერნატივა არ აქვს მშვიდობიანად ჩატარების არჩევნებს. ჩვენ ვხედავთ შემაშფოთებელ ტენდენციას, ეს შემაშფოთებლი ტენდენცია გამოიხატება იმაში, რომ ყველაფერს გააკეთებს "ნაციონალური მოძრაობა", თავისი სულისკვეთებიდან გამომდინარე, რომ არ იყოს მშვიდობიანი ეს არჩევნები, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ თქვენი უსუსურობის, უპასუხისმგებლობის და თქვენი არათანმიმდევრული პოლიტიკიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენი ფრაქცია ვალდებული ვართ იმ რპოცესში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სახელწმიფოს მშვიდობიან მომავალს“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 


close დახურვა