ევროპული საქართველოს წევრი ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია არჩევნებს მასობრივად აყალბებს. გოგორიშვილის თქმით, ყველა საარჩევნო უბანზე ქართულ ოცნებას ე.წ. ნეიტრალური წევრების წყალობით, მინიმუმ 10 წევრი ყავს, ეს სავსებით საკმარისია, რომ ოქმი იყოს ლეგიტიმური.
გოგორიშვილის თქმით, ერთადერთი ინსტიტუტი, რომლის შიშიც შეიძლება ჰქონდეს საარჩევნო კომისიას, არის სასამართლო, რომელიც დღეს არ არსებობს.
"ყველა ოქმში მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არის უფრო ნაკლები, ვიდრე პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ეს ხმები დაემატა ქართულ ოცნებას და არც ერთ სხვა პარტიას. ამ წუთებში საუბნო კომისიის მდივნები მისულები არიან საუბნო კომისიებში და ნაცვლად იმისა, რომ ჩაეწერათ, რომ არჩევნებზე მოვიდა 720 ადამიანი, მათ შეეშალათ გადაღლილობის გამო და ჩაწერეს 650. ყველა ოქმს გაუკეთდება შესწორების ოქმი. დილას იქნება, რომ ოქმები იქნება დაბალანსირებული და ეს არის მათი საქმე. ხმების მასობრივი და ტოტალური გაყალბებაა. ყველა უბანზე ქართულ ოცნებას ე.წ. ნეიტრალური წევრების წყალობით, კომისიაში მინიმუმ 10 წევრი ყავს, ეს სავსებით საკმარისია, რომ ოქმი იყოს ლეგიტიმური. ეს რაც შეეხება საუბნო კომისიას. ზუსტად იგივეა ოლქსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. იციან, რომ ყველა დონეზე ყავს უმრავლესობა ოცნებას და ამიტომ ბედავენ ამას", - აცხადებს გოგორიშვილი.
გოგორიშვილის თქმით, თუ სასამართლომ გაითვალისწინა შესული საჩივრები და დააკმაყოფილა ისინი, ხმები უნდა გააბათილოს ან გახსნას.