logo
ENG



გოლეთიანი: ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმაზე, რა ზარალსაც ბიუჯეტი მიიღებს

22 სექ 202121:35
3 წუთის საკითხავი
 
გოლეთიანი: ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმაზე, რა ზარალსაც ბიუჯეტი მიიღებს
ვახო ქარელი/ფორმულა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომმხოლოდ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმ ზიარალზე რასაც ხელშეკრულების შეწყვეტით ბიუჯეტი მიიღებს. გოლეთიანი აღნიშნავს, რომ ჰესის აშენების პირობებში ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა. 

"ჩვენ 329 დღეა ვუხსნით საზოგადოებას, რატომ არის ეს ხელშეკრულება კაბალური და ამ ხელშეკრულებაში დარჩენით, რა ზიანი მიადგება გრძელვადიან სურათში ქვეყანას. ეს არის გაცილებით დიდი ზიანი, ვიდრე ამ ხელშეკრულების გაწყვეტა მოგვიტანს ფინანსურად.

მკაფიოდ და ცალსახად გვინდა ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, იმ ნაწილშიც, ახლა რა ზარალსაც ბიუჯეტი და შესაბამისად, ჩვენ, ხალხი მივიღებთ და დაგვეკისრება ამ ყველაფრისგან. იმიტომ, რომ რატომ მოეწერა ამ ხელშეკრულებას ხელი, ამაზე პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვინც ხელი მოაწერეს.

რაც არ უნდა ვექტორები სხვა მისამართით გადაიტანონ, ეს ჩვენ ვიქნებით, თუ რომელიმე სხვა ჯგუფი საზოგადოების, ამას მათ არავინ არ გაუტარებს და ვერ შეძლებენ იმას, რომ ასე შემოაბრუნონ ეს საკითხი", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა ვიდეომიმართვაში. 

დღეს, 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორია.


close დახურვა