logo
ENG



გომელაური: კრიმინალი ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია

11 აგვ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალი "ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს".

მინისტრის შეფასებით, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

"კრიმინალი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება გაზრდილია, შეიძლება კლებაა, ეს ჩვეულებრივი თემაა. ეს სულ მოხდება, ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს. ჩვეულებრივი თემაა სტატისტიკა, კრიმინალი ხან იზრდება, ხან აკლდება", - ამბობს გომელაური.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მკვლელობა მოხდა. 

ერთ-ერთი ფაქტი ახალქალაქში გუშინ დაფიქსირდა. ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მას შემდეგ, რაც ახლობლებმა 27 ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, დააზიანეს 2 ავტომანქანა და დაწვეს რამდენიმე სახლი. ადგილობრივების თქმით, ინციდენტში 50-მდე პირი მონაწილეობდა. 

კიდევ ერთი შემთხვევა ტყიბულში მოხდა. კერძოდ, მოკლულია 40 წლამდე კაცი. ის საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს


close დახურვა