logo
ENG



გომელაური აქციაზე: კრასკების მისხმა, გინება ჩაატარეს, იძულებული ვიყავით, 6 დაგვეკავებინა

19 მაი 202319:54
3 წუთის საკითხავი
 
გომელაური აქციაზე: კრასკების მისხმა, გინება ჩაატარეს, იძულებული ვიყავით, 6 დაგვეკავებინა

ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველა მოქალაქეს დამცველები ვართ, ხო ასეა?. უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ, როგორც ერთი ჯგუფის, მეორე ჯგუფის, მათ შორის თუნდაც ჩამოსული სტუმრების, ტურისტების და ა.შ. იქ არანაირი პრობლემა არ იყო, მდგარიყვნენ, ადგილი გამოვუყავით, ავტოსადგომი მოვუნახეთ, პირიქით, დავეხმარეთ, კი ბატონო, გამოხატეთ, იყვირეთ, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოთ პოლიციელებს. მე მგონი დაიდო კიდევაც, პირდაპირ გინება, საღებავები მიასხეს პოლიციელებს, ფაქტები გვაქვს, და მე მგონი, არასწორია პოლიციას, რომ აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, 6 ადამიანი დავაკავეთ, სასამართლოთი გადავიყვანეთ, ან გაუშვებენ ან დააჯარიმებენ. თუ იყო ერთი რეისი პირობითად რუსეთიდან ჩამოსული, 4 რეისი ჩამოვიდა იქ, სადღაც 600 კაცამდე. უნდა შესულიყვნენ ესენი [აქტივისტები] იქ ფოიეში და იქ უნდა მოეწყოთ ეს კრასკების მისხმები, ეს უბედურება? 4 რეისი ჩამოვიდა, მათ შორის ევროპიდან, აღმოსავლეთიდან ასე ვთქვათ.
ეს რაც მოხდა, რომ იქ მშვიდობიანად მდგარიყვნენ, ადგილიც გამოვუყავით, არავინ არავის არ დააკავებდა, თუმცა მშვიდობიანი არ აწყობთ და რაღაც შოუ ხო უნდა დაიდგას, კრასკების მისხმა, გინება და რაღაცა მაინც ჩაატარეს და აქედან გამომდინარე, იძულებული ვიყავით, 6 ადამიანი დაგვეკავებინა, თორე მანამდე ვეხმარებოდით.


close დახურვა