logo
ENG



გომელაური ბადრი ესებუაზე: ვმუშაობთ, ძმა დავაკავეთ

18 დეკ 202011:42
3 წუთის საკითხავი
 
გომელაური ბადრი ესებუაზე: ვმუშაობთ, ძმა დავაკავეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ბადრი ესებუა საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ უწყება მუშაობს. 

საქმის მიმდინარეობაზე ის მეტ კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ მოხდა ბადრი ესებუას ძმის დაკავება, რომელიც გომელაურის თქმით, ესებუას ეხმარებოდა. 

"ვმუშაობთ. ამის მაჩვენებელია, რომ მოხდა ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და გადაჰქონდა რაღაც ტვირთი, მასში იყო აკრძალული ნივთები. ვმუშაობთ და ღიად ვერ ვსაუბრობთ, ბოდიში, მეტს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა გომელაურმა. 

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ ლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. ესებუა შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ესებუა მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა. 

მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 4 დეკემბერს ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა. 

რაც შეეხება ესებუას ძმას, ბიძინა ესებუა სამართალდამცველებმა 12 დეკემბერს დააკავეს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.

დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. მისი ადვოკატი იოსებ ჯანაშია ამბობს, რომ ესებუას იარაღი და საბრძოლო მასალა "ჩაუდეს".

 

 


close დახურვა