შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აქციებზე ძალადობის ორგანიზატორებს, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილსა (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს "გმირებს" უწოდებს.
ეს მან ჟურნალისტებთან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზის გახსნაზე თქვა.
"რაც შეეხება მადლობის თქმას, მინდა ყველას ვუთხრა მადლობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, განსაკუთრებულად გდდ-ის სპეცდანიშნულების ბაზაზე ვართ და მათ. ეს ადამიანები იცავენ ყოველთვის სამშობლოს, მოქალაქეებს, ომშიც მონაწილეობდნენ. არიან გმირები მართლა, ბატონო ზვიადიც და ლაგაზაურიც"- ამბობს გომელაური.
2024 წლის 16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური დაასანქცირა.
აშშ-მა მათ სანქციები დაუწესა საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის.