logo
ENG



გომური მისთვის სტატუსის მინიჭებაზე:თუ სჭირდებათ, ძალიან მალე შეიძლება ყველაფრის დამტკიცება

12 ნოე 201914:34
3 წუთის საკითხავი
 
j12merzfyma4rbt.jpg

20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომური აცხადებს, რომ პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას არ ელოდებოდა. როგორც გომური აღნიშნავს, თუ მთავრობას სჭირდება, ყველაფრის შეცვლა მარტივად ყოფილა შესაძლებელი.

„თადუმაძის განცხადებით, კონსტიტუცია იყო შესაცვლელი. ძალიან მარტივად მოხერხდა რამდენიმე დღეში სტატუსის მინიჭეება. აქედან ერთი რამ ირკვევა, თუ სჭირდებათ, ძალიან მალე შეიძლება ყველაფრის დამტკიცება", - აცხადებს გომური.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ხუთთვიანი კვლევის შემდეგ ცნო.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის სტატუსის მისაღებად გომურმა სასამართლოსაც მიმართა, თუმცა მან უარი მიიღო.

ცნობისთვის, პროკურატურამ პირველ მოთხოვნაზე, გომურს უარი უათხრა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, მთავარმა პროკურორმა კი განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, ეს შეუძლებელი იყო.

 

 


close დახურვა