logo
ENG



გონჩარენკო: ზელენსკის ივანიშვილი-კობახიძისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მივმართე

01 ივლ 202319:56
3 წუთის საკითხავი
 
გონჩარენკო: ზელენსკის ივანიშვილი-კობახიძისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მივმართე

რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ამბობს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბიძინა ივანიშვილისთვისა და ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართა.

გონჩარენკო, ქართული ოცნების დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს პრორუს ოლიგარქად მოიხსენიებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლებაზე ამბობს, რომ ის რუსეთს უახლოვდება.

"სხვათა შორის, მე მივმართე პრეზიდენტს და ეროვნული უშიშროების საბჭოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით - [ივანიშვილი] ქართველი, პრორუსი ოლიგარქია და ქართული ოცნების დამფუძნებელი; ასევე სანქციები უნდა დაწესდეს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომელიც ამ პარტიას ახლა ხელმძღვანელობს და რომელიც მუდმივად იმეორებს რუსულ ნარატივს. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, იმისათვის რომ რუსეთს დაუახლოვდეს და ეს ხდება მაშინ, როცა ქართველები უკრაინის მხარეს იბრძვიან. ზუსტად ამიტომ აუცილებელია ამ ადამიანების წინააღმდეგაც სანქციების დაწესება", - წერს ოლექსი გონჩარენკო.


close დახურვა