logo
ENG



გონჩარენკო: ჩვენ ნამდვილად ვასხვავებთ ქართველ ხალხსა და ქართულ ხელისუფლებას

24 თებ 202322:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/24/3r6mbcjbg50hg38.jpg

პირველ რიგში, ჩვენ ნამდვილად ვასხვავებთ ქართველ ხალხსა და ქართულ ხელისუფლებას. არ ვერევი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ როგორც უკრაინელი, როგორც პარლამენტის წევრი, როგორც ევროპის საბჭოს წევრი შემიძლია გითხრათ, მე არ მაკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის პოზიცია და ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოს მოსახლეობის პოზიციით. ვიცი, რამდენი მოხალისე ჩამოვიდა, რომელიც იბრძვის ჩვენს მხარდამხარ, ვიცნობ ბევრ ქართველს, რომელიც აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას. ესეც უნდა იყოს, რადგან საქართველომ განიცადა რუსეთის იმპერიის ზარალი, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, 20% თქვენი ტერიტორიის ოკუპირებულია და არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობამ დაიკავოს ოპოზიცია, რომ ომში გვითრევენ. ასე არ არის. 50 ქვეყანა ეხმარება უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით, ახალი ზელანდიის ჩათვლით, ყველა ევროპის ქვეყანა და ისინი ომში არ არიან რუსეთთან.


close დახურვა