საქართველოს ქალთა ჩოგბურთის მეორე ნომერი WTA-ის ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.
ეკატერინე გორგოძე ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში მიმდინარე ტურნირზე ერთეულებში მეოთხედფინალურ, ხოლო წყვილთა თანრიგში ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდა.
ქართველი ჩოგბურთელმა ერთეულთა თანრიგის მერვედფინალში ესპანელი მარინა ბასოლსი ორ სეტში (6:3, 7:6) დაამარცხა. ერთეულთა მეოთხედფინალში გორგოძის მეტოქე ჩინელ იუოა - შეხვედრა, თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება.
წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალში ეკატერინე გორგოძემ და ბარა ირინამ ჟაო/იოუს წყვილი სამ სეტში (4:6, 6:4, 10:5) დამარცხეს და ხვალ ნახევარფინალში იასპარეზებენ.
ქართველ-რუმინულის წყვილმა ბოლო პერიოდში ზედიზედ ორი, ტრანსილვანიისა და ბუენოს-აირესის ტურნირების მოგება შეძლო.
WTA-ის განახლებულ რეიტინგში ეკო გორგოძე 154-ე ადგილს იკავებს, ხოლო წყვილთა თანრგიში 69-ე პოზიციაზეა.