გორის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი დააკავეს. ევროპული საქართველოს წარმომადგენელს, კახა ბურჯანაძეს სხვისი ავტომობილის დაწვაში ადანაშაულებენ. დაკავებული კი ირწმუნება, რომ ავტომანქანა მის საკუთრებაშია და ქალი, რომელსაც მხოლოდ მართვის უფლება ჰქონდა მეგობარი იყო. სხვა ვერსიას ჰყვება თავად ქალი და ამტკიცებს, რომ ავტომანქანაზე არავითარი უფლება საკრებულოს წევრს არ გააჩნია. ქალი თავს დაზარალებულად მიიჩნევს. კაცი მანქანის დაწვის შემდეგ პოლიციაში თავად მივიდა.
გორის საკრებულოს დეპუტატი მანქანის დაწვის ბრალდებით დააკავეს
09 ივლ 202120:25
3 წუთის საკითხავი