logo
ENG



გორის სამხედრო ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

26 მაი 202015:00
3 წუთის საკითხავი
 

გორის სამხედრო ბაზაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. პირველი ქვეით ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს რეგიონის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშილმა სიტყვით მიმართა და მათ სამშობლოსთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, 102 წლის წინ მოპოვებულ დამოუკიდებლობას განსაკუთრებული მოფრთხილება უნდა. ეს თითოეული ჩვენგანის ვალია და დარწმუნებული ვარ ხვალინდელი დღე კიდევ უფრო მეტი ძლიერების და სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშილმა.

26 მაისთან დაკავშირებით, ბაზაზე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურეები განსაკუთრებული ღვაწლისთვის მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დაჯილდოვდნენ.


close დახურვა