logo
ENG



გორის სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლი აღმართეს

19 თებ 202218:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/19/pw9vezbg1lmwnam.png

გორის სოფელ ვარიანში საბჭოთა დიქტატორის, სტალინის ძეგლი გამოჩნდა. ის სოფლის წყაროსთან დადგეს. 

ადგილობრივების თქმით, ძეგლი საკუთარი ნებით აღმართეს, ამასთან, ადგილი კერძო საკუთრებაა და არა  საჯარო სივრცე. 

მათივე თქმით, ძეგლის ირგვლივ შესაძლოა სკვერიც მოეწყოს. 

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ადგილი, სადაც ძეგლია აღმართული, საჯარო სივრცეა, მისი აღმმართავი თავისუფლების ქარტიას დაარღვევს - კანონს, რომელიც კომუნისტურ ტოტალიტარულ და ფაშისტურ სიმბოლიკას კრძალავს. 

"რესტავრაცია ჩავუტარე, გავალამაზე. რაღაც ხარვეზები ჰქონდა, 'შევაპაჩნიკე". მთელი სოფელი მოხარულია. აქ ძირითადად ისეთი ხალხია, ვინც პატივს სცემს ბელადს. ალბათ პატარა სკვერივით გაკეთდება, მოიფიქრებენ მერე რამეს". - ამბობს ერთ-ერთი ვარიანელი

აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ამბობს, რომ სტალინის ძეგლის დადგმა რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია. 

"ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება ამაზე უნდა ლაპარაკობდეს და ამ უმსგავსობას და უკანონობას აღკვეთდეს". - თქვა ფანქველაშვილი. 

გორის მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. 


close დახურვა