გორში 5 წლის ბავშვს აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, ბავშვი კლინიკა გორმედში გადაიყვანეს, სადაც ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე თქმით, მიუხედავად ამისა, თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა მაინც გახდა საჭირო.
გამოცემის ცნობით, სტალინის გამზირზე, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, ორი წელია სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, მათივე ინფორმაციით, მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტს ამ სამუშაოებთან არანაირი შეხება აქვს. მერიის ცნობით, კორპუსს, საიდანაც ფიცარი ჩამოვარდა, რეაბილიტაცია საერთოდ არ უტარდება.