logo
ENG



გორში ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც

02 იან 202422:03
3 წუთის საკითხავი
 
გორში ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან ავტომობილის მძღოლები, რამდენიმე ქვეითი და მათ შორის, ბავშვები.

როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

როგორც ფორმულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


close დახურვა