გორში ავარიის შედეგად ქალი დაიღუპა, დაშავებულია მოზარდი. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.