logo
ENG



გორში სამართალდამცველი მოკლეს

01 ივლ 202009:57
3 წუთის საკითხავი
 

გორში, ბერუაშვილის ქუჩაზე, მდგმურმა ბინის მეპატრონე მოკლა. გარდაცვლილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მათი თქმით, პოლიციელს აივანზე ეძინა, რა დროსაც მას მდგმური მიეპარა და ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ პირი გაიქცა, თუმცა ის მოგვიანებით სამართალდამცველებმა დააკავეს.

ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა. ის პოლიციელის სახლში რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა