logo
ENG



გორში სამხედროს გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა - თავდაცვა

28 დეკ 202315:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/28/b50dtko2w9ukbsp.png

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გორში გარდაცვლილი სამხედრო კაპრალი ივანე გოგიძეა.

უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამათბობლის გაუმართაობა და შედეგად, ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა.

გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

გორში, ვოლოგდის დასახლებაში კაცის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს.


close დახურვა