logo
ENG



გოცირიძე: ამ ბიუჯეტში მთავრობამ ხალხის სატკივარი არ გაითვალისწინა

23 ივნ 202010:52
3 წუთის საკითხავი
 

საკნონმდებლო ორგანოში დღეს ანტიკრიზისულ ბიუჯეტს განიხილავენ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დოკუმენტი საზოგადოებისს საჭიროებებზე მორგებული არაას.

სწორედ ამიტომ, როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, პარტია მომდევნო განხილვებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

„ჩვენ წინა კვირაში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გავიარეთ დოკუმენტი და საჭიროდ აღარ მივიჩნევთ მის განხილვაში მონაწილეობას, რადგან მიგვაჩნია, რომ ის არ ასახავს იმ პრობლემებზე პასუხს, რასაც ახლა მთავრობა უნდა აკეთებდეს. ეს პოზიცია საჯაროდ დაფიქსირებული გვაქვს. განხილვებისას მთავრობისგან პასუხი რატომ არ ან ვერ აკეთებენ, ვერ მივიღეთ, შესაბამისად, მომდევნო განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით კი, ისინი ბიუჯეტის ყველა განხილვას დაესწრებებიან.

„ამ ბიუჯეტში მთავრობამ ხალხის სატკივარი არ გაითვალისწინა. ბუნებრივია თვალყურს ვადევნებთ და ვცდილობთ მოზიდული 5 მილიარდი ლარიდან თუნდაც მცირე შეხვდეთ ადამიანებს, თუნდაც პირდაპირი ფინანსური დახმარების სახით. ყველა განხილვას კომიტეტში დავესწრებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე ხელისუფლებამ არ გაფლანგოს ეს ფული, როგორც აქამდე აკეთებდნენ. მთავრობამ კორექტირებული ვარიანტი დააბრუნა და ვნახავთ იქნა თუ არა იქ გათვალისწინებული რამე ჩვენი შენიშვნებიდან“, - განაცხადა გოცირიძემ.



close დახურვა