logo
ENG



გოცირიძე: რვაჯერ ვესროლე სიმართლე და ყველა მოხვდა გახარიას შუბლში

29 მაი 202017:42
3 წუთის საკითხავი
 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის თქმით მსოფლიო სტატისტიკის თანახმად დღეს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი შიმშილობს, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში. როგორც გოცირიძემ განმარტა აღნიშნული მონაცემები 2019 წლისაა.

რომან გოცირიძემ ასევე განაცხადა, რომ დღეს მთავრობის წევრებს ოპოზიციის არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ აქვთ

„ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ჩავარდნილი მთავრობა ვერცერთ შეკითხვაზე ვერ გასცეს პასუხი, არიან აგრესიულები ხვდებიან, რომ აშკარად დამარცხდნენ საზოგადოების თვალში, ვინაიდან ისეთ საკითხებზე იყო დღეს საუბარი, სადაც მთავრობას არ აქვს არცერთი არგუმენტი, რომ თავი იმართლოს. ეს იყო სიღარიბე - საქართველოში არის საშინელი სიღარიბე. კობახიძემ თქვა, რომ რომან გოცირიძემ 5 წუთში რვა ტყუილი თქვაო, მე ვუპასუხე, რომ 8-ჯერ ვესროლე სიმართლე და რვაჯერვე მოხვდა შუბლში გახარიას სიმართლე.

არსებობს შიმშილის მსოფლიო რეიტინგი, ბოლო მონაცემებით არის 2019 წლის ინფორმაცია, რეგიონში საქართველოში შიმშილობენ ყველაზე მეტად. ჩვენ გვისწრებს სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსი, ყირგიზეთი, შუა აზიის ქვეყნები, რომლებიც ყოველთვის იყვნენ ეკონომიკური განვითარებით ჩვენზე დაბლა. საქართველოში ადამიანები უფრო მეტად შიმშილობენ, ვიდრე სხვაგან ჩვენს მეზობლად და დავუდე სტატისტიკა“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.


close დახურვა