logo
ENG



გოცირიძე: ჩვენ ისანში ოპოზიციის გამარჯვების შანსები გადავარჩინეთ

28 აგვ 202018:48
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენით პარტიამ ოპოზიციის გამარჯვების შანსები "გადაარჩინა". ამის შესახებ გოცირიძემ ფორმულას გადაცემაში "კომენტარი" ისაუბრა.

როგორც გოცირიძე ამბობს, მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძე გაერთიანებიდან "ძალა ეთობაშია" გავიდა, ამომრჩეველმა მას "ზურგი აქცია":

"ჩვენ, ფაქტობრივად, გადავარჩინეთ ისანში ოპოზიციის გამარჯვების შანსები. მას შემდეგ, რაც მოხდა ეს მოვლენები, [ვაშაძემ] დაარღვია პირობა, გავიდა ძალა ერთობაშიადან. ჩვენ სამი ხუთი ნომრით ვმონაწილეობდით. წარმოგიდგენიათ, ისანში მონაწილეობს გიორგი ვაშაძე 5 ნომრით, რომელიც ასე იყო, სანამ იგი დაარღვევდა ამ პირობებს და გავიდოდა გაერთიანებიდან, რა თქმა უნდა, 5 ნომრის მხარდამჭერები იქნებოდნენ ჩვენი, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და 5 ნომრით გამოსული პროპორციული ნაწილი ჩვენკენ წამოვიდოდა. ჩვენ გვაჩვენა კვლევებმა, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა ზურგი აქცია მას", - აცხადებს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, 25 აგვისტოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისანში გიორგი ვაშაძის მხარდაჭერის ნაცვლად, მაჟორიტარ კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა


close დახურვა