logo
ENG



გოცირიძე:ქვეყანას ბიუჯეტი არ აქვს და ხელისუფლება ხალხს რაღაცებს ჰპირდება

08 ივნ 202009:55
3 წუთის საკითხავი
 

დღეს  მთავრობა  პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას წარადგენს. დოკუმენტში უწყებათაშორისი საბჭოს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმაც აისახება. 

საბიუჯეტო კოდექსიდან და პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, დოკუმენტის განხილვის გრაფიკი მოამზადა, რაც საშუალებას იძლევა მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დაიწყოს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ახალი ბიუჯეტის მიღებას პარლამენტი პროცედურულად  თვის ბოლომდე ვერ შეძლებს. 

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ „ფორმულას“ განუცხადა, ქვეყანას არ აქვს ბიუჯეტი და ხელისუფლების მიერ მოსახლეობისადმი არსებული დაპირებები უსაფუძვლოა.

„მთელი პანდემიის პირობები ისე დამთავრდა, რომ ქვეყანას არ ჰქონდა მთავარი გეგმა, რომლის მიხედვითაც დახმარებები უნდა ყოფილიყო გაწეული. ისევე, როგორც ბიზნესის მხარდაჭერის ამოცანები ყოფილიყო გადაჭრილი, ანუ გაურკვეველია, ქვეყანას ბიუჯეტი არ აქვს და ხელისუფლება რაღაცებს ჰპირდება და ამასაც არ აქვს არც ფინანსური და არც სამართლებრივი საფუძველი.

"რასაც დღემდე ამბობენ არის ფუჭი სიტყვები თუ კი არ დავინახეთ მისი რეალური ფინანსური უზრუნველყოფა. სამწუხარო ისაა, რომ საკანონმდებლო პროცესიდან გამომდინარე ბიუჯეტი გვექნება თვის ბოლოს. მანამდე როგორ აპირებენ ხარჯების გაწევას, ესეც სამართლებრივად დიდი კითხვის ნიშანს შეიცავს“, - აცხადებს გოცირიძე. 


close დახურვა