logo
ENG



გოცირიძე გახარიას: სიღარიბეზე თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სიცრუეა

29 მაი 202014:39
3 წუთის საკითხავი
 

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სიცურეა",- ასე გამოეხმაურა რომან მის მიერ დასმულ კითხვაზე გოცირიძე გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას. გოცირიძის თქმით, არაერთი ციფრი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ უკიდურესი სიღარიბე ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილია და ამას ხელისუფლება არ აღიარებს.

"თქვენ აქ მოგვაწოდეთ წერილობით რაღაც დოკუმენტები. მინდა დაგისვათ კითხვა - იცით, რატომ გაათავისუფლებს თქვენი წინამორბედი, კვირიკაშვილი? რატომ მოხსნა კვირიკაშვილი ივანიშვილმა?! ეს იმიტომ, რომ გაეროს მსოფლიო ფონდის მიხევდით საქართველოში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში - ბავშვთა სიღარიბე, პენსიონერტა სიღარიბე და საერთო სიღარიბე. სინამდვილეში სხვა რამის გამო მოხსნა და ალბათ მალე თქვენც მოგხნით, მაგრამ ეს სხვა საკითხია",-აცხადებს რომან გოცირიძე. 

რაც შეეხება კონკრეტულად ციფრებს, გოცირიძის თქმით, საკმარისია 2015 და 2017 წლის მონაცემების ერთმანეთთან შედარება, რითაც დასტურდება თუ როგორი გაუარესებულია მდგომარეობა ყველა მიმართულებით. მათ შორის გაზრდილია ბავშვთა სიღარიბის დონეზე.

"2015-ში ბავშვთა სიღარიბე იყო 2.5 %, 2017 წელს კი ის გახდა 6.8 %. აი ესაა ნამდვილი ინფორმაცია და არა ის ზღაპრები რაც წაიკითხეთ. უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში იყო 1.7 %, ხოლო 2017-ში გახდა 3.7 %. მთლიანი სიღარიბე 2015 წელს იყო 2.5 %, ხოლო 2017 გახდა 6.8 %. ამის შემდეგ სარწმუნო განახლებული ინფორმაცია არ არსებობს. როცა ამბობდით, რომ ზრუნავდით პენსიონერებზე, დღეს თანხა შეადგენს 75 დოლარს, როცა 2013 წელს 90 დოლარი იყო. პენსიონერების ინფლაცია დათვალეთ, რამდენჯერ გაიზარდა ფასები. მოსახლეობის 69 % უკიდურეს სიღარიბეშია მსოფლიო ბანკის კვლევით და მხოლოდ 7%-ია საშუალო ფენა",-აცხადებს რომან გოცირიძე. 

შეგახსენებთ, პრემიერი დღეს პარლამენტში ოპოზიციის კითხვებს პასუხობს.

 


close დახურვა