logo
ENG



გოცირიძე გვენეტაძეს: ფეხბურთელი რომ გადავიდეს და ჰოკეის თამაში დაიწყოს, ასე მოგივიდათ

04 ივნ 202015:55
3 წუთის საკითხავი
 
14tfzg4x3htb3di.jpg

"ფეხბურთელი რომ გადავიდეს და ჰოკეის თამაში დაიწყოს, ასე მოგივიდათ",- ამგვარად მიმართა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს. მისივე თქმით  სებ-ის პოლიტიკა არასწორია და ორიენტირებული არაა ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე, რაც პირველ რიგში ვალუტისა და ფასების სტაბილურობაზეა ორიენტირებული.

"თქვენ უნდა ყოფილიყავით მთავრობის მოწინააღმდეგე და თქვენ გადახვედით ეკონომიკის სტიმულირებაზე, მთავრობის ველში შეიჭერით. ფეხბურთელი რომ გადავიდეს და ჰოკეის თამაში დაიწყოს, ასე მოგივიდათ. სხვის მინდორზე დაიწყეთ თამაში და აუბით მხარი მთავრობას, შეამცირეთ რეფინანსირების განაკვეთები და დიდძალი ფული. ახლაც თქვით რომ ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად მილიონი გაეცით, მიკროსაფინანსოებსაც, რაც სწორი იყო რადგან ისინი წნეხის ქვეშ მოექცნენ თქვენი რეგულაციების წყალობითაც. კრიტიკულად არ უყურებთ მილიონ ლარამდე რომ გაზარდეთ საზედამხედველო ფუნქცია, აიჩემეთ ლიკვიდობა. რატომ გახდა აუცილებელი ლიკვიდობით კომერციული ბანკების უზრუნველყოფა, როცა კომერციული ბანკები ხელგაშლილად ყიდულობენ სახაზინო ვალდებულებებს. ამბობდით, რომ ლიკვიდობის პრობლემა შეიქმნა და აქვე შეკითხვა - რამდენი ლარი იქნა გატანილი პირველი გაუფასურების დროს და რამდენი იყო შიშის ფაქტორია?",-აღნიშნა რომან გოცირიძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს ლარის მასის შემცირების რაოდენობის გასაჯაროებას. მისივე განმარტებით, საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი უნდა იყოს ლარის მასის შემცირების რეალური მიზეზი.

"ლარის მასა რამდენად შემცირდა? ეს შემცირება იყო ლარის გატანა სახლებში შავი დღისთვის თუ ლარის გადატანა დოლარებში?, ანუ ლარიზაციის შემცირება მოხდა თუ არა? თუ მოხდა ეს საბანკო სისტემიდან ფულის გასვლის სახით? ანუ რომ შევაჯამოთ, ვითომ ეკონომიკის სტიმულირებას ემსახურებოდა თქვენი პოლიტიკა",-განაცხადა რომან გოცირიძემ. 


close დახურვა