logo
ENG



გოცირიძე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არ ამუშავებაზე:კორუფციული სქემაა

02 ივნ 202009:39
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში ეკონომიკური სექტორი ამოქმედდა, თუმცა ვალუტის გადამცვლელი პუნქტები კვლავ დახურულია. „ნაციონალურ მოძრაობაში" ფაქტს კორუფციად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ამას მთავრობა ბანკების სასიკეთოდ აკეთებს.

რომან გოცირიძის განცხადებით, ცუდი კურსით ვალუტის კონვერტაციითა და ბიზნესის წართმევით, მთავრობის მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანები მილიონებს აკეთებენ.

„ყველაზე დაცული სამუშაო ადგილი შეჩერებულია, 4 000 ადამიანი დატოვებულია უმუშევრად. ვიღაცის ინტერესებშია ეს. ეს არის კორუფცია, ზოგიერთი ბანკების სასარგებლოდ აკეთებს ამას მთავრობას, რომ მილიონები წაართვას, საქართველოში 1 000-მდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი მუშაობს. გარდა ამისა, გაძარცვოს რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ცუდი კურსით ახურდავებენ ფულს კომერციულ ბანკებში. ეს პირდაპირი კორუფციული სქემა“, - აცხადებს გოცირიძე.

როგორც ცნობილია, ვალუტის გადამცვლელ სექტორის 1000-მდე ობიექტზე 4 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 

შეგახსენებთ, რომ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები 31 მარტს დაიკეტა. მიზეზი ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერი გახდა და კერძოდ, ფულისგან კორონავირუსის გავრცელების საფრთხის საშიშროება.


close დახურვა