logo
ENG



გოცირიძე კობახიძის განცხადებაზე: ნუ ქმნიან საზოგადოებაში საარჩევნო ნიჰილიზმს

19 მარ 202015:02
3 წუთის საკითხავი
 
vxjyw323u8of4l3.png

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი ტიპის განცხადებებს, ამ პერიოდში არ უნდა აკეთებდნენ. 

"ნუ აკეთებენ ასეთ პესიმისტურ განცხადებებს. ნუ ქმნიან საზოგადოებაში საარჩევნო ნიჰილიზმს. არჩევნები არის ხელისუფლების კანონიერად შეცვლის გზა. შეეშვან დემაგოგიას. ცდილობენ თავისი ყოფის გახანგრძლივებას. გაუტკბათ ხელისუფლებაში ყოფნა და ევროპაში და ამერიკაში მივლინებები. ეს განცხადება მიუღებელია დღეს. დრო გვაჩვენებს თუ როგორ წარიმართება პროცესები", - განაცხადა რომან გოცირიძემ.  

 


close დახურვა