logo
ENG



გრეგოროვა კობახიძეს: თუ ფიქრობ, ასე შეინარჩუნებთ კანდიდატის სტატუსს, ცდები

15 მაი 202401:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/q4hsb4dyu3eiit8.jpg

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მიერ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას სასტიკად ცემის ფაქტს X-ზე განცხადებით ეხმაურება. 

ის მიმართავს ირაკლი კობახიძეს და ამბობს, რომ "ცდება, თუ ფიქრობს, რომ ასე კანდიდატის სტატუსს შეინარჩუნებენ". 

"ეს კაცი [დავით ქაცარავა] ყბის მოტეხილობით წევს საავადმყოფოში, ოპერაციას უტარებენ. დავით ქაცარავა ნებაყოფლობით იბრძოდა უკრაინისთვის 2022 წელს. რუსეთის შესაძლებლობები იქ ვერ მისწვდა, მაგრამ საქართველოში მისწვდა. ირაკლი კობახიძე - თუ ფიქრობ, რომ ასე შეინარჩუნებთ კანდიდატის სტატუსს, ცდები", - წერს მარკეტა გრეგოროვა.


close დახურვა