სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. გრიგოლ ლილუაშვილმა და იგორ დოლგოვმა, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო, რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოსა და უკრაინის წინაშე არსებულ გამოწვევებს.