logo
ENG



გრიგორიადისის ბაბუა: თუ განაჩენი დადგება, მინდა, რომ პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს

30 ოქტ 202314:22
3 წუთის საკითხავი
 

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანადაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისი შვილიშვილის შეწყალებას სთხოვს.

"როგორც პროცესი მიდის და როგორი დავალებაც ზემოდან მოდის, პარლამენტის თავმჯდომარიდან, ყველანაირად აზრი მიჩნდება, რომ ლაზარეს საქმე შეკვეთილია. თუ განაჩენი დადგება, მინდა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს", - ამბობს გრიგორიადისის ბაბუა.

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი დღესაა ჩანიშნული. საქმის განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 


close დახურვა