logo
ENG



გრიგორიადისის დედა: ლაზარეს მოლოდინი აქვს, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება

26 მარ 202417:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/26/shpu4r941v5wif5.jpg

საბოლოო სასამართლო სხდომამდე ორი დღით ადრე ლაზარე გრიგორიადისი ციხეში დედამ მოინახულა. თამთა კალანდაძე ამბობს, რომ ლაზარე მხნედ არის, თუმცა მას მოლოდინი აქვს, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება.

"თვითონ კარგად არის. ვისაუბრეთ თითქმის ყველაფერზე, ნაკლებად პოლიტიკაზე. მოლოდინი აქვს, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება. იცის ჩვენი აზრი, რომ გვინდა, მივმართოთ ქალბატონ სალომეს. თვითონაც ფიქრობს, რომ დაწეროს განცხადება", - ამბობს გრიგორიადისის დედა.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო სხდომა 28 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება. გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა 22 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე შვებულებაში გავიდა, რის გამოც პროცესი გადაიდო.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 


close დახურვა