logo
ENG



გუდაურში, თოვლში კაცის ცხედარი იპოვეს

19 მარ 202119:03
3 წუთის საკითხავი
clock 755

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გუდაურის მიმდებარედ თოვლში კაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით ვიგებთ, გარდაცვლილის ახლობლებმა ახალგაზრდა კაცის დაკარგვის შესახებ განაცხადი გააკეთეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გუდაურის მიმდებარედ მოქალაქე სრიალებდა გაუკვალავ თოვლში და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას.

ახლობლების მიერ მითითებულ ადგილზე მაშველებმა იპოვნეს რამდენიმე მცირე ზომის ზვავი და დაიწყეს საძიებო სამუშაოები სამსახურის კინოლოგებთან ერთად. პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ სამთო კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები.

სამუშაოების შედეგად ნაპოვნია და თოვლიდან ამოყვანილია მოქალაქის ცხედარი", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა