გუდაურში დღეს, 16 თებერვალს, კაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად შესაბმისი საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.