logo
ENG



გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

07 მაი 202010:57
3 წუთის საკითხავი
 

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურა მას 126-ე მუხლსაც ედავება, რაც ცემას გულისხმობს.

ბრალდების ეს ნაწილი დაუსაბუთებელია უფლებადამცველისთვის. ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები რაც კობიაშვილის ბრალეულობას დაასაბუთებს.

„წაუყენეს ახალი მუხლი, 126-ე, ედავებიან ძალადობას, რომ თითქოს მან სცემა ერთ-ერთ ახალგაზრდა პიროვნებას. მოგეხსენებათ ვიდეოში ჩანს, რომ მას რამდენიმე ადამიანი სცემს და თავად მერაბ კობიაშვილს წაუყენეს ბრალი, რომ თითქოს მან სცემა სხვა. აღმაშფოთებელია პროკურატურის მოქმედება, რომ ადამიანს უყენებ სამ სხვადასხვა მუხლს, როდესაც პასუხისგებაში არ არიან მიცემული ის ადამიანები, რომლებიც მთელმა საქართველომ კარგად დაინახა, როგორ გამეტებით სცემენ და სასიკვდილოდ იმეტებენ ადამიანს“, - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 მაისს ჩატარდება. შემთხვევა გუდაურში 16 თებერვალს მოხდა, როდესაც თამაზ გორთამაშვილი მოკლეს, მეორე მამაკაცი კი დაჭრეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ჰქონდა წაყენებული. 


close დახურვა