logo
ENG



გუმბათი ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვაზე: არ ვმონაწილეობთ, სახელი უნებართვოდ გამოიყენეს

28 ივლ 202313:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/28/l4c7h97qvl082wp.jpg

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია გუმბათი აცხადებს, რომ კომპანია ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის ორგანიზებულ უძრავი ქონების გამოფენაში მონაწილეობას არ იღებს და რუსულმა უძრავი ქონების კომპანია PEOPLE-REAL ESTATE-მა მათი სახელი და ლოგო უნებართვოდ გამოიყენა.

გუმბათი ჯგუფის თქმით, მათ ნამდვილად მიიღეს შეთავაზება PEOPLE-REAL ESTATE-ისგან, თუმცა ღონისძიებაში მონაწილეობაზე მაშინვე უარი განაცხადეს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია საჭიროდ მიიჩნევს, საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია PEOPLE-REAL ESTATE-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენასთან დაკავშირებით.

ვადასტურებთ, რომ შემოთავაზება ნამდვილად გვქონდა, თუმცა, ღონისძიებაში მონაწილეობაზე მაშინვე უარი განვაცხადეთ.

კომპანიის სახელი და ლოგო უნებართვოდ იქნა გამოყენებული." - წერს გუმბათი ჯგუფი.

29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება. ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორის People - Real Estate-ის ვებგვერდზეა განთავსებული.

სარეკლამო კამპანიის სახე რუსეთში მცხოვრები მომღერალი ირაკლი ფირცხალავაა.

ფირცხალავა ასევე ვიდეომიმართვასაც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გამოფენა-გაყიდვის შემდეგ, მისი კონცერტიც გაიმართება.

საიტზე თავდაპირველად განთავსებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებდნენ შემდეგი სამშენებლო კომპანიები: არქიგუმბათი ჯგუფიმეტრო სითი ბათუმიტერასა ჯგუფიდრიმლენდ ოაზის ჩაქვი, გრინ კაფე ბათუმი და სხვა.

ახლა კომპანიების არქი და გუმბათი ჯფუფის ლოგოები ღონისძიების საიტზე აღარ იძებნება. 

 

close დახურვა