logo
ENG



გუმბარიძე: ლექსოს გარდაცვალება გამოიწვია ხელისუფლების წახალისებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა

11 ივლ 202116:43
3 წუთის საკითხავი
 
გუმბარიძე: ლექსოს გარდაცვალება გამოიწვია ხელისუფლების წახალისებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა

უმძიმესი დღეა ქართული მედიისთვის. ლექსოს გარდაცვალება იყო ერთნაირად მტკივნეული ყველასთვის და ფორმულაც ისე განიცდიდა ამ ფაქტს, რაც მოხდა ლექსოს გარშემო. მისი გარდაცვალება გამოიწვია ხელისუფლების მიერ წახალისებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა და იმ საშინელმა დღემ, რომლის დროსაც უბრალოდ ხდებოდა ჩვენი ჟურნალისტების და ოპერატორების რბევა, ვიყავით აბსოლუტურად დაუცველები, შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ  ტვ პირველს და ერთად გავაპროტესტოთ ლექსოს გარდაცვალება.

თუ ქართულ ოცნებას არ ეყოფა კეთილგონიერება და ახლა, ამ შეხვედრაზე არ იღებენ გადაწყვეტილებას ირაკლი ღარიბაშვილის გათავისუფლების შესახებ, მაშინ ჩვენ უნდა გავცეთ ადეკვატური პასუხი, გელოდებით ყველას ექვს საათზე პარლამენტთან. ვიკრიბებით ლექსოსთვის და საქართველოსთვის.


close დახურვა