ისრაელის ქალაქ ეილატში მიმდინარე 15-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა გურამ ვეკუამ ატაცში 118, 122 და 126 კილოგრამი დაძლია და გამარჯვება მოიპოვა. ძალოსანმა მეორე მისვლაზე საქართველოს რეკორდი 2-ით, ხოლო ევროპის სარეკორდო ზღვარი 1 კილოგრამით გაზარდა, მესამე მისვლაზე კი ვეკუამ ევროპის რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა.
გურამ ვეკუა აკვრაშიც საუკეთესო იყო. ძალოსანმა 144,148 და 151 კილოგრამი დაძლია და აქაც ოქროს მედალი დაისაკუთრა. ვეკუამ ყველა მისვლაზე ევროპის რეკორდი დაამყარა და ორჭიდის ჯამში 277 კილოგრამით ევროპის ჩემპიონი გახდა.