logo
ENG



გურიაში შინდისის გმირის, რუსლან წულაძის საფლავი გაძარცვეს

06 ოქტ 202118:27
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/06/oep6if2s8keouyo.png

გურიაში, ლანჩხუთში, ნიგვზიანში რამდენიმე სასაფლაო გაძარცვეს, მათ შორის შინდისის გმირის, რუსლან წულაძის საფლავიც.

წაღებულია ალუმინის ნივთები. 

გარდაცვლილების ოჯახის წევრებმა პოლიციას მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს. 

"დილით მივედი სასაფლაოზე და ვნახე, რომ კარები არ იყო. მერე დავათვალიერე სხვა სასაფლაოებიც, მაინტერესებდა, საერთოდ გაქურდეს თუ მხოლოდ ჩემი. გვერდით მეზობლის ოჯახის წევრის სასაფლაოც გაძარცულია. იქვეა კიდევ ერთი მიტოვებული სასაფლაოც და იქიდან 2 ქვა არის წაღებული".- ამბობს ნიგვზიანის ერთ-ერთი მცხოვრები. 

აღსანიშნავია, რომ გურიაში ბოლო თვეების მანძილზე სასაფლაოების გაძარცვის ფაქტები მნიშვნელოვნად გახშირდა.


close დახურვა