logo
ENG



გურჯაანის მერმა თანამდებობა დატოვა

09 ივნ 202317:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/09/50jxwo8h6u9d53b.jpg

გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც ის ფეისბუქზე წერს, პოსტს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს. გადადგომის მიზეზებზე ის არ საუბრობს. 

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს და პირადად პრემიერმინისტრს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მოსახლეობას არჩევნებში ჩემი მხარდაჭერისთვის, რის საფუძველზეც მომეცა შესაძლებლობა ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სასიკეთო საქმე გამეკეთებინა", - წერს ის.

ზურაბ უტიაშვილი გურჯაანის მერად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. 


close დახურვა