გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 24 წლის კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭსა და 70 წლის კაცს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათი ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.