გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ერთმანეთს 2 მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.