![გურჯაანში მოზარდის მიერ კისტის თოფიდან გასროლით მცირეწლოვანი მძიმედ დაშავდა](/uploads/news/police3.jpg)
გურჯაანში კისტის თოფიდან გასროლით მცირეწლოვანი დაშავდა. მისი მდგომარება კრიტიკულია, ის თბილისში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვები თოფით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და მეორეს თვალში მოხვდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, გაუფრთხილებლობით ჯანრთემლობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას.