გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი შიმშილისა და სიღარიბის უპრეცედენტო საფრთხეს ქმნის.
"უკრაინაში მყოფთათვის ომს ყოველდღე ახალი სისხლისღვრა და ტანჯვა მოაქვს. ადამიანებს მსოფლიოს გარშემო ომთან ერთად სხვა კრიზისებიც ემუქრებათ, მათ შორის შიმშილისა და სიღარიბის საფრთხე, რაც სოციალურ და ეკონომიკურ ქაოსს გამოიწვევს.
წლევანდელი კრიზისი არის ხელმისაწვდომობის კრიზისი, ხოლო მომავალ წელს შესაძლოა საკვების ნაკლებობა იყოს.
შეცდომა არ დაუშვათ. არც ერთი ქვეყანა და ადამიანი არ დარჩება, ვისაც ეს ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისი არ შეეხება," - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.