logo
ENG



გუშინ საარჩევნო კამპანიის ახალი ფაზა გაიხსნა და სამიზნე 3 არხი გახდა - ჩუგოშვილი

26 ივნ 202014:34
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი თბილისის მერის მიერ დაწყებულ დეზინფორმაციის კამპანიას ეხმაურება და მას წინასაარჩევნო სტრატეგიად აფასებს. შესაბამისი განცხადება ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა.

ჩუგოშვილი დაინტერესდა, რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი ტიპის ქმედებები და როგორ შეფასდება ეს საერთაშორისო პარტნიორების მიერ. 

"ბოლო 2 დღის განმავლობაში მმართველი გუნდის მხრიდან ე.წ. ფეიკ-ნიუსებზე არის საუბარი. ზოგადად დეზინფორმაცია, მართლა სერიოზული პრობლემა არის ამ ქვეყნისთვის, თუმცა ის კონტექსტში რა კონტექსტშიც საუბრობს უმრავლესობა საერთოდ არ არის კავშირში იმ თემასთან რომელიც სახელმწიფოებრივად უნდა გვადარდებდეს. ამ ე.წ დეზინფორმაციას უკავშირებს 3 ტელევიზიას და ეს როგორც ჩანს ეს ახალი საარჩევნო სტრატეგია არის და ის გაგრძელდება და გაძლიერდება. საუბარია 3 არხზე რომელსაც ხელისუფლება მიიჩნევს ოპოზიციურ არხებად. იმ პირობებში როდესაც ხელისუფლებას მედიის დიდი ნაწილი აქვს და მას იყენებს საკუთარი პროპაგანდისთვის, ეს საარჩევნო სტრატეგია როგორ აისახება თქვენი აზრით არჩევნების შეფასებაზე დამკვირვებლების მხრიდან“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ კრიტიკულ მედიაზე თავდასხმა დაიწყო. მან ფეისბუქის გვერდზე პირდაპირ ჩართვაში ტელეკომპანია "ფორმულა", "მთავარი არხი" და "ტვ პირველი" ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. 

 


close დახურვა