"დაგმე ვანო" -ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებიდან 10 საათში მის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ქიქოძის ქუჩაზე ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრაზე მისულ მერაბიშვილის ადგილზე "ქართული ოცნების" რამდენიმე აქტივისტი და ია მეტრეველი დახვდა.
აქციის წევრები მერაბიშვილის ორი გვამის ავტორად მოიხსენიებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მათ წარსული ახსოვთ.
შეგახსენებთ, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ დღეს გათავისუფლდა. მან განაცხადა, რომ აპირებს აქტიურ პოლიტიკას დაუბრუნდეს, თუმცა ჯერჯერობით არ დაუანონსებია რომელ პარტიას შეურთდება.