logo
ENG



დაექირავებინა ივანიშვილს ბოინგები და ჩამოეყვანა ეს ხალხი სამშობლოში - დეკანოიძე ემიგრანტებზე

06 აპრ 202023:04
3 წუთის საკითხავი
 

ხატია დეკანოიძე მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, საკუთარი ფინანსებით ჩამოიყვანოს ქართველი ემიგრანტები უცხოეთიდან.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში" განმარტა, ოპოზიციურ პარტიას არ სურს ამ ემიგრანტების ჩამოყვანის საკითხის პოლიტიზირება და ელიან ამ განხილვების შედეგიანად დასრულებას.

„არ ვიცი, რატომ გადაჰყავთ ეს პოლიტიკურ ჭრილში. მაქვს მარტივი კითხვა პრემიერთან - დაექირავებინა ბიძინა ივანიშვილს ხუთი ბოინგი და ჩამოეყვანა ეს ხალხი. მაგრამ ბოინგების დაქირავება კი არა, ამ კრიზისის დროს საერთოდაც არ ჩანს. ჩვენ კიდევ ვფიქრობთ, რომ შეთავაზება რაიმენაირად გადავა კონსტრუქციულ ჩარჩოში, რადგან აქამდე არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარტია მზადაა, დააფინასოს ხუთი ბოინგით ევროპის ქვეყნებიდან ქართველი ემიგრანტების ჩამოყვანა. თუმცა ხელისუფლება ურჩევს  პარტიას, ეს თანხა ფონდში გადარიცხონ.


close დახურვა