logo
ENG



დავით ზალკალიანი: დღევანდელ სამიტზე გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგი

15 დეკ 202121:16
3 წუთის საკითხავი
 
დავით ზალკალიანი: დღევანდელ სამიტზე გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგი
საქართველოს მთავრობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში თავმოყრილია ის მოლოდინები, რაც ქართულ მხარეს ჰქონდა, შესაბამისად, ამ სამიტზე საქართველოს ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები. 

ზალკალიანის თქმით, ქართულმა მხარემ სერიოზული საქმიანობა გაწია იმისთვის, რომ საბოლოო დეკლარაციაში მოხვედრილიყო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დეფინიციები, კერძოდ, ევროპულ არჩევანთან და ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ძალიან სერიოზული საქმიანობა გავწიეთ იმისთვის, რომ საბოლოო დეკლარაციაში მოხვედრილიყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი დეფინიციები, კერძოდ, ევროპულ არჩევანთან და ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით, რაც რის კონტექსტში ევროკავშირის წევრობის 59-ე მუხლთან. ამის კიდევ ერთხელ დადასტურება არის მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ევროპული მისწრაფება იქნება ასახული საბოლოო დეკლარაციაში". - ამბობს ზალკალიანი. 

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში პირველად იქნება მიღებული ტრიოს ფორმატი. 

"ამაზე საუბარი მიანიშნებს იმას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღიარებენ ტრიოს ფორმატს, როგორც უკვე შემდგარ თანამშრომლობის ჩარჩოებს. ეს ხსნის ასევე ტრიოს ფორმატის სახით მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს და პრინციპი, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ამ დეკლარაციას, რომ შენარჩუნებული უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოვლისმომცველობა, მაგრამ დიფერენციაციის პრინციპის გათვალისწინებით. ანუ ქვეყნები, რომლებიც ამჟღავნებენ მეტ პროგრესს, უფრო მკაფიო შედეგები აქვთ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ისინი იმსახურებენ შემხვედრ ნაბიჯებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან". - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში მხარდაჭერილია საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ევროკავშირის მეტი ჩართულობა კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში დღეს, 15 დეკემბერს მიმდინარეობს. 


close დახურვა