logo
ENG



დავით ზალკალიანი 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

16 მაი 202111:07
3 წუთის საკითხავი
 
დავით ზალკალიანი 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა
საქართველოს მთავრობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიემგზავრება. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინაში შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართება. საუბარი იქნება ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.

სამინისტროს ინფორმაციით, კიევში დაგეგმილია მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

„მინისტრები განიხილავენ სამი ქვეყნის შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს ევროკავშირთან  პოლიტიკური დიალოგის,  ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გასაძლიერებლად,  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი  სამიტისთვის სამზადისს, ასევე იმსჯელებენ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე", - წერია განცხადებაში.

 


close დახურვა